ბლოგი

კრივი

კრივი - ამ სიტყვის გაგონებისთანავე, თითქოს, გონებაში მეორე მხარე წარმოისახება, რომელსაც მუშტები უნდა ვკრათ და ვეჩხუბოთ, არა? მგონი, ოდნავ საშიშადაც კი ჟღერს. მაგრამ სულ ტყუილად. ^^ კრივი იმ სპორტის სახეობებს შორისაა, რომლითაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაკავდეს და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი კონკეტულ პიროვნებას ვუპირისპირდებოდეთ ან თუნდაც, რინგზე დგომის დაუკებელი სურვილი გვკლავდეს.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ,  იმ მიზეზებზე გესაუბროთ, თუ რატომ შეიძლება სპორტის ეს სახეობა ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად ვიქციოთ:

კარდიოვასკულარული ჯანმრთელობა

ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც კრივს თან ახლავს კარდიოვასკულარული ჯანმრთელობაა. მუშტის დარტყმის/კვრის პროცესში რამდენიმე კუნთი ერთდროულად ერთვება, ამ მიზეზით კი ჩვენს გულს უწევს გამალებით იმუშაოს და ცირკულაციის პროცესი დააჩქაროს, რათა კუნთებს დროულად მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის სისხლი და  ჟანგბადი.

ვარჯიშის დროს ჩვენი გული მუდმივად ამ „სწრაფ რეჟიმში“ ყოფნის პროცესში იწვრთნება და გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ეს ვარჯიშამდე იყო, შედეგაგ ჩვენი ორგანიზმი აკონტროლებს სისხლზე ზეწოლას, ინარჩუნებს გულისცემის თანაბარ სიხშირესა და პულსაციას და რაც მთავარია, კარდიოვასკულარულად გაცილებით უფრო ჯანმრთელები ვართ და ორგანიზმს შესწევს უნარი, რომ თავიდან აიცილოს რიგი გულის დაავადებები და შემდგომი გართულებები.

კოორდინაციის უნარი

კრივის ერთ-ერთი დიდი სიკეთე კოორდინაციის უნარის გაუმჯობესებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ზუსტად იმავე პრინიპებით მუშაობს, როგრც ზემოაღნიშნული კარდიოვასკულარული ჯანმრთელობაა. იმ მრივ, რომ რაც უფრო მეტ გამოწვევასა და დაბრკოლებებს წინაშე ვაყენებთ ჩვენი ორგანიზმის ამა თუ იმ ორგანოს იგი მით უფრო უკეთ მუშაობს.

  ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ კრივი განსაკუთრებულ ყურადღებასა და კოორდინაციას მოითხოვს, რადგან გვჭირდება გადავადგილდეთ ირგვლივ, ვიმოძროთ ერთი და იგივე მიმართულებით და ამავდროულად ოპონენტს/ტომარას მუშტები დავცეთ. ანუ საბოლოოდ რა გამოდისუნდა იმოძრაო და თან მანძილი სწორად შეარჩიო, რომ მეტისმეტად არ დაშორდე ოპონენტს ან , პირიქით, არ მიუახლოდე. ამასთანავე შეარჩიო ადგილი, სადაც დარტყმა უკეთესი იქნება და განზრახვა სისრულეში წამის მეასედებში მოიყვანო და ამ ყველაფრის შემდეგ, მგონი, არავის არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი დიდ მობილიზებას, საუკეთესო კოორდინაციის უნარებსა და სისხარტეს მოითხოვს, არა?

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ამ დროს ჩვენ ტვინის ის უბანი, რომელიც ბრძანებას აძლევს ორგანიზმს, რომ ესა თუ ის კონკრეტული მოძრაობა გააკეთოს, ხშირი ვარჯიშის შემდეგ ყველაფერს გაცილებით უფრო სწრაფად და ზუსტად აკეთებს და ჩვენს კოორდინაციის უნარებს ერთი-ათად აუმჯობესებს.

ძლიერი ძვლები და სახსრები

ალბათ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი და გამძლე ძვლები იდეალურია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, მაშინ როცა ასაკში შევდივართ.

თუ ჩვენი ძვალი სუსტი და მყიფეა, მოტეხილობების ალბათობა იზრდება და ასევე, დეგენერაციული დაავადებების, როგორიცაა ,მაგალითად, ოსტეოპოროზი (ძვლების სისტემური დაავადება, რომელიც მის მსხვრევადობისა და სიმყიფეს ზრდის და ძვლების მასის შემცირებითდა ხშირი მოტეხილობების განვითარები ხასიათდება).

ძვლების „შენებისა“ და გაძლიერების ერთ-ერთ საუკეთესო გზად წონით ვარჯიშებია მიჩნეული. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ კრივი აზიდვების ერთ-ერთი ნაირსახეობადაც კი შეიძლევა მივიჩნით, რადგან ამ დროს ყოველთვის ფეხზე ვდგავართ, სულ მოძრაობასა და ხტუნვაში ვართ, შედეგად ჩვენს ფეხებსა და მუხლებზე ზეწოლა ერთი-ორად იზრდება და იგივე შედეგს ვიღებთ, რასაც წონით ვარჯიშის დროს. საგულისხმოა ისიც რომ, როცა მუშტს ვურტყამთ ტომაას ჩვენი იდაყვები, მხრები და მკლავის დარჩენილი ნაწილი ასევე წონისმიერ ძალას განიცდის და ამ ყველაფრის ფონზე კი, ჩვენი ძვლოვანი სისტემა ძლიერდება და ნაკლებმსხვრევადი ხდება.  

სტრესის დონე მცირდება

ვარჯიშის დროს სტრესი და დაძაბულობა სადღაც ქრება და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადმას განიხილავენ, რომ დარტყმის პროცესში ჩვენი ბრაზი, წუხული თუ შფოთვა გარეთ გამოიდევნება და შედეგად გაცილებით უკეთ ვგრძნობთ თავს. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალადობა არ არის პირველი გამოსავალი, მაგრამ როდესაც აშკარაა, რომ სტრესი და გაბრაზება სადღაც ქრება, ტომრისთვის მუშტების კვრა კი არავის აზიანებს, მაშინ რატომაც არა? ^^

მეორე მიზეზი, თუ რატომ არის კრივი სტრესის დაძლეის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ისაა, რომ ინტენსიურად ვარჯიში გვიწევს, სულ მოძრაობაში ვართ. ხოლო ვარჯიშის  რაოდენობა პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს ბედნიერებაზე და დეპრესიას, შფოთსა და სასოწარკვეთას ამით საუკეთესოდ ვშველით, რადგან ამ დროს მთელი მონდომებით ვვარჯიშობთ, ჩვენი ტვინი კი გამოიმუშავექიმიკატებს, რომელთაგან ერთ-ერთია - სეროტინინი- რომელსაც სიხარულის ჰორმონის სახელით მოიხსენიებენ და იგი პასუხისმგებელია ჩვენ ბედნიერებასა და კარგ გუნება- განწყობაზე.

იმატებს თავდაჯერებულობა

როცა დღითიდღე უკეთეს შედეგებს ვხედავთ, თავს უფრო ჯანმრთელად ვგრძნობთ, კუნთების ზომა გვეზრდება, ფორმები იხვეწება, ამ ყველაფრის გამო კი საკუთარი თავის პატივიცემა და თავდაჯერებულობა იზრდება, რადან იმას თუ როგორ აღვიქამთ საკუთარ თავებს, ფიზიკურად როგორ გამოვიყურებით, ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს თვითშეფასებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

თუ უფრო შორს წავალთ და კრივს ცხოვრების წესად გადავიქცევთ და პროფესიადაც კი გავიხდით, ალბათ, ნებისმიერი მოგებული ბრძოლა ჩვენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე, როგორ იმოქმედებს ყველას კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 

უფრო გამძლე ხარ

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კრივს საუკეთესოდ შეუძლია ავარჯიშოს ჩვენი კუნთები, ასევე ის შესანიშნავი კარდიოვასკულარული ვარჯიშია ჩვენი ორგანიზმისთვის. ძლიერი კუნები კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ურო დიდხანს შეგვიძლია „მუშტები ვიქნიოთ, ყოველგვარი დაღლა- დაქანცვის გარეშე, რადგან მას შემდეგ, რაც ვარჯიშის შედეგად, ჩვეი კარიოვასკულარული სისტემა გაძლიერდა, ჩვენს გულსა და ფილტვს შესწევს უნარი შეზღუდულ დროში უფრო მეტი სისხლი და ჟანგბადი გადაისროლოს ერთი ადგილიდან მეორეში. მეი ჟანგბადი და სისხლი  ჩვენს კუნთებში კი ნიშნავს, რომ უფრო ამტანები და გამძლეები ვართ, შესაბამისად, შეგვიძლია უფრო დიდხანს ვაკეთოთ საქმე და დაღლა საუკუნოდ ვერ ვიგრძნოთ.

ალბათ, ყველა ზემოაღნიშნულის წაკითხვის შემდეგ თავადაც მიხვდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავსძენთ, რომ ერთი დიდი მითია, როცა ამბობენ, რომ კრივის დროს მხოლოდ ხელები იკუნთება, რადგან ვარჯიშის პროცესში თითქმის მთელი ჩვენი სხეულია ჩართული და წარმოუდგენელია ასე მოხდეს.

და ალბათ, ახლა ისიც იცით, რომ კრივი მხოლოდ რინგზე დგომა და მუშტი-კრივი არ არის. დანარჩენი კი ჩვენზეა, გვინდა თუ არა იგი ცხოვრების წესად ვიქციოთ და ზემოაღნიშული სიკეთეებით დავხუნძლოთ ჩვენი ორგანიზმები.

1