ბლოგი

მედიტაცია და სტრესი

შვებულების დღეები ამოიწურა და ჩვეულ ყოფას, სახლს, სამსახურსა თუ უნივერსიტეტს უკვე დავუბრუნდით. მწვანე, მთით ან ზღვით შემორტყმული გარემო აღარ არის ირგვლივ. დღის განრიგი ისევ გადატვირთულია.

საინტერესოა რა ხდება მაშინ, როცა სტრესი იმავე სისწრაფით არ „დნება“ ჩვენს გონებაში, როგორც, მაგალითად, ჩვენი შვებულების დღეები ან ზამთრის სუსხში თოვლი?

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღეს  სტრესსა და მედიტაციაზე გესაუბროთ. ^^

  ალბათ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას გამოგვიცდია სხვადასხვა სახის სტრესი. აი, კანში რაღაც რომ გიძვრება და ვერაფრით იშორებ. მუდმივი ნერვული დაძაბულობა ჩვენს სხეულსა და მდგომარეობას ნელ-ნელა ანადგურებს, ჯანმრთელობას კი გძელვადიან დაღს ასვამს. თუ, ამასთანავე, სტრესის მქონე ადამიანს დაბალი იმუნიტეტი აქვს, ორგანიზს მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს და ეს ყველაფერი უფრო მწვავე დაავადებებში: დეპრესიაში, გულისა თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს. 

სტრესი ავტონომიური ნერვული სისტემით კონტოლდება და მისი ორი მხარე არსებობს: სიმპატიკური და პარასიმპატიკური. სიმპატიკური სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც დაძაბული მდგომარეობების მომგვარებელი. ის რაიმე სახის საფრთხის ან სტრესის დროს ტვინს „ბრძოლისათვის“ ამზადებს. პარასიმატიკური ნერვული სისტემა კი, სიმპატიკურის მსგავსად, განმუხტავს მიმდინარე პროცესებს და ორგანიზმს სიწყნარისკენ მოუწოდებს.

  როცა სტრესის ქვეშ ვართ ჩვენი სხეული გამოიმუშავებს ნივთიერებებს(კორტიზოლი, ადრენალინი  და სხვა), რომლებიც ენერგიას გვმატებს. ისინი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლიან: ზრდიან პულსაციას, მწყობრიდან გამოჰყავს მონელების სისტემა,  სისხლზე ზეწოლა იზრდება, ვიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სხეულს აქვს უნარი მწვავე სტრესისგან თავი დაიხსნას, ტვინიდან მიღებული სიგნალის შედეგად. როგორ?  როცა სხეულში სტრესის ჰორმონების ზღვა რაოდენობაა, სისხლს გადააქვს ინფორმაცია ტვინისკენ და აძლევს მას სიგნალს, რომ შეწყვიტოს ჰორმონების გამომუშავება. მართლაც ასე ხდება.

   მაგრამ არი რიგი შემთხვევები, როცა სტრესი ქრონიკულ ხასიათს იღებს და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. მას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა, რადგან ამ დროს ტვინს სიგნალი, რომ საკმარისია სტრესის ჰორმონების გამომუშავება, ნორმალურად არ მიეწოდება. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში გამოიმუშავებს მას და სტრესის რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში არასდროს მცირდება, შესაბამისად, უარყოფითი ენერგიის მუდმივ მოზღვავებას განცვიცდით, ცუდ განწყობაზე ვართ, იმუნური სისტემა ნელ-ნელა ქრება, თავს იჩენს ჯანმრთელობის პრობლემები.

 მედიტაცია

    მედიტაციის ფესვები შორეული ინდოეთიდან მოდის და სიტყვასიტყვით ფიქრს, განსჯას ნიშნავს. მედიცატია ეს არის ერთგვარი გონებრივი დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ყველა არასაჭირო და უხეირო ფიქრის მოშორებაა (დღევანდელი დღის სტრესის გამომწვევი მიზეზები და ა.შ.), ერთ საკითხზე კონცენტრირება და ღრმა ფიქრის წყალობით საკუთარი თავის ფლობაა. სწორედ ამიტომ, იგი რელაქსაციისა და გონებაში მიმდინარე ქაოსური პროცესების დასალაგებელ საუკეთესო საშუალებად ითვლება და  მას ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს ჩვენს სხეულსა და გონებაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში სტრესის რაოდენობას. მოდით, თვალი გადავავლოთ კვლევებს:

    ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ჩატარებულ ერთ-ერთი კვლევაში მონაწილეობას ის ადამიანები იღებდნენ, რომლებსაც თითქმის იდენტური დაავადებები,  სისხლის მიმოქცევისა და გულის პრობლემები ჰქონდათ. სულ 200 ადამიანი. შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს 100 ადამიანი, რომლებმაც მედიტაციას მიჰყვეს ხელი, დღეში ორჯერ. ხოლო დარჩენილ 100-ს მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდნენ ჯანსაღი ცხოვრების, დიეტებისა თუ კვების რაციონის შესახებ.

 9 წლიანი დაკვირვების შედეგები ასეთია: ამ ადამიანების 80 პროცენტი კვლავ აგრძელებს მედიტაციას, დღეში ერთხელ მაინც. ჯგუფში დაფიქსირდა 20 კარდიოვასკულარული შემთხვევა, მეორე ჯგუფის ადამიანებში კი, რომელშიც მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლებოდნენ, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა 47 უტოლდება. სხვაობა აშკარაა.

ფაქტი კი ის არის, რომ ამ ორი ჯგუფის ადამიანებს ჰქონდა ცხოვრების ერთი სტილი, იდენტური დაავადებები, კვების რაციონი. განმასხვავებელი ფაქტორი იყო მხოლოდ ის, რომ ჯგუფის ერთი ნახევარი მედიტაციით იყო დაკავებული, ხოლო მეორე ნახევარი ამ მხრივ არაფერს აკეთებდა. მკველევარების დასკვნით, სწორედ, რომ მედიტაციამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეამცირა სტრესის რაოდენობა, მათი ფიქრები დაავადებებს გასცდა და საბოლოოდ, უკეთ ყოფნასა და გამომჯობინებაში გარდაისახა.

 კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ მედიტაცია განსაკუთრებით კარგად მოქმედებს უნივერსიტეტის სტუდენტებზე. მნიშვნელოვნად მცირდება სწავლისგან და მუდმივი დაძაბულობისგან გამოწვეული სტრესის რაოდენობა მათ ორგანიზმში, რაც შემდგომ პირდაპირპროპორციულად მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.

   მეცნიერები მედიტაციას მენტალური ჯანმრთელობისა და რელაქსაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნიკად განიხილავენ, რადგან ამ დროს საკუთარი თავის, გონებისა და სხეულის ფლობას ისევ ხელახა ვსწავლობთ და მთლიანად შევიცნობთ მას.  ასე, რომ შედეგის მალევე დასანახად რეკომენდირებულია 20 წუთი, დღეში ორჯერ, მედიტაციით დავკავდეთ.

  დაე, რაღა დაგვრჩენია ^^ სანამ რაიმე ახალს აღმოაჩენენ, მანამდე შეგვიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სტრესიდან თავის დაღწევისა და მისი მავნე შედეგების აცილების ერთ-ერთი საუკეთესი გზა მედიტაციაა. მთავარია ჩვენს სხეულსა და გონებას მივცეთ უფლება მოდუნდეს, დაისვენოს და კვლავ საკუთარ თავი შეიყვაროს. მერე კი აღმოვაჩენთ, რომ გაცილებით უფრო საინტერესო ცხოვრება გვაქვს, ვიდრე გვეგონა და იმასაც მივხვდებით, რომ ისეთ რაღაცებს ვართულებთ და ვუღრმავდებით, რაც ჩვენი ყურადღების, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის ღირსი ნამდვილად არ არის. ^^

დაბოლოს, ხომ გახსოვთ, როგორ? დღეში ორჯერ 20-20 წუთი.

1