ბლოგი

ველოსიპედი, როგორც ცხოვრების წესი

ალბათ, ბევრჯერ გიფიქრია ან  ვინ იცის, იქნებ, ახლაც ფიქრობ, რომ დროა ველოსიპედიანთა რიგებს შეუერთდე. თუკი,  ამ ყველაფერთან ერთად, გარე აქტივობების ბევრი სხვა ალტერნატივა განიხილე და საბოლოოდ გული მაინც ველოსიპედისკენ მიგიწევს გვინდა გითხრათ, რომ არც თუ ისე ურიგო გადაწყვეტილებაა ^_^ რადგან მისი სიკეთენი ისეთივე დაუსრულებელია, როგორც ჩვენი ქვეყნის ბილიკები, პატარა ქუჩები თუ ვიწრო შესახვევები.

ამ მიზეზით, დღეს გადავწყვიტეთ იმ რამდენიმე მიზეზე ვისაუბროთ, რამაც ველოსიპედის ყიდვასა და მასთან გულითად მეგობრობაზე წესით კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს:

 

-        აუმჯობესებს მენტალურ მდგომარეობას

ველოსიპედი - აერთიანებს ფიზიკურ აქტივობას, გარე სივრცეში ყოფნას, ახალი ხედების აღმოჩენის პროცესსა და ორ ალტერნატივას: გადაადგილებისას ვიყოთ სრულიად მარტოები, რათა საკუთარ თავი უკეთ შევიცნოთ, ცხოვრებისეული მოვლენები გავაანალიზოთ თუ გადავხარშოთ ან მეორე- გადავადგილდეთ ჯგუფთან ერთად, რომელიც ჩვენს სანაცნობო წრეს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის და სოციალიზაციის საშუალებას მოგვცემს.  

აქვე გეტყვით, YMCA-ის კვლევებმა შემდეგი რამ აჩვენა- იმ ადამიანების კარგად ყოფნის მაჩვენებელი, რომლებსაც ფიზიკურად აქტიური ცხოვრება აქვთ, 32%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არააქტიური ადამიანების. ასე, რომ ხასიათი და განწყობა რომ გამოვიკეთოთ მთავარია გამოვყოთ ადრენალინი, ენდორფინები გამოვიმუშაოთ და ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა, რომელიც ხშირ შეთხვევაში რაიმე ახალი მიზნის მიღწევის დროს გვეუფლება.

 

-        გვეხმარება, რომ წონაში დავიკლოთ

როდის ვიკლებთ წონაში? მარტივად რომ ვთქვათ სწორედ მაშინ, როცა „გაცემული“ კალორიების რაოდენა აჭარბებს მიღებულს . ველოსიპედზე 400-იდან 1000 კალორიამდე ვწვათ ერთი საათის განმავლობაში, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ვარჯიშის ინტენსივობაზე, მძღოლის წონაზე, ძილის რეჟიმზე და იმაზე, თუ ჯამურად რამდენ დროს ვუთმობთ კალორიების წვის პროცესს -  ეს ყველაფერი კი თავისმხრივ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გვსიამოვნებს ის, რითაც შედეგის მიღებას ვცდილობთ.

 

რომ შევაჯამოთ, თუკი ველოსიპედს ვატარებთ - ვიღებთ სიამოვნებას, ვწვათ კალოებს და ამ ყველაფერთან ერთად, თუკი შესაბამისად ვიკვებებით და ნორმალურად გვძინავს- ვკარგავთ წონას.

 

-       კუნთების მასა იზრდება

ველოსიპედის მართვისას კალორიების წვასთან ერთად „ვიშენებთ“/ ვზრდით კუნთოვან მასას ჩვენს სხეულში, განსაკუთრებით საჯდომის ქვედა და ბარძაყის უკანა მხარის ირგვლივ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ კუნთი -  უფრო მიმზიდველია, ვიდრე ცხიმის დიდი მასა.  

აქვე გეტყვით, რომ პროცენტულად ადამიანები, რომლებსაც, კუნთის დიდი მასა აქვთ,  გაცილებით უფრო მეტ კალორიას წვავენ მაშინ, როცა მჯდომარე პოზიციაში არიან.

 

-       იზრდება ტვინის შესაძლებლობები/ძალა

ვარჯიშის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან ფუნქციად კარგა ხანია გონებისა და ტვინის სიჯანსაღეს განიხილავენ, როგორც კოგნიტური ცვლილებების შემცირების გზას, რომელიც იმუნიტეტს გამოგვიმუშავებს სიბერის თანხმლები გონებრივი პროცესების მიმართ (ხშირი გათიშვა, მეხსიერების დაკარკვა, გულმავიწყობა და ა.შ.)

ასევე, აქვე გაგაცნობთ, 2013 წელს კვლევებმა აჩვენა, რომ ველოსიპედისტის ტვინს ვარჯიშისას სისხლის მიწოდება  28%-ით ეზრდება, ხოლო ზოგ უბნებში ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევს. საბოლოოდ კი, სისხლის მიწოდების/დინების ასეთი მაჩვენებელი ძალიან კარგ შედეგებში ითარგმნება, რადგან სწორედ რომ ამ  „წითელ სითხეს“ გადააქვს ბევრი საჭირო ნივთიერება, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

 

-       ზოგავ დროს

შევადაროთ შემდეგი 3 მოცემულობა:

-       ჯდები მანქანაში, საცობში ხარ, პარკინგისას რიგში გაიჭედე.  როგორც იქნა, დააპარგინგე, გადაიხადე გაჩერების საფასური, მიაღწიე დანიშნულების ადგილს.

-       მიხვედი ავტობუსების გაჩერებასთან, ავტობუსს ელოდები,  ჩივი რომ აგვიანებს, მოვიდა, ჩაჯექი, გადაიხადე. უყურებ, რომ ირგვლივ უვლის სახლებს, გიწევს ჩამოხვედე  300-400 მეტრის დაშორებით დანიშნულების ადგილიდან, ფეხით უნდა იარო, საბოლოოდ, როგორც იქნა, აღწევ დანიშნულების ადგილს.

-       დაბოლოს, ველოსიპედზე ხარ, საცოში გაჭედილ მანქანებს შორის ლავირება შეგიძლია,  ველოსიპედს აყენებ/კეტავ, რომ ვერავინ მოგპაროს. ადგილზე ხარ ^_^

რომ შევაჯამოთ, ველოსიპედით გადაადგილებისას არ გჭირდება საწვავი, არ აბინძურებ გარემოს, ხარჯავ ნაკლებ დროსა და თანხას.

 

-       შეგვიძლია მივიღოთ „მეორე საუზმე“

თუკი სამსახურში ველოსიპედით სიარულს გადაწყვეტ ან უკვე დადიხარ, მაშინ სრულიად ლეგიტიმური საბაბი გაქვს, რომ ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, ახალი სნექები დაამატო  დილის რაციონს, რადგან ნახევარი საათით ველოსიპედით მოძრაობისას საშუალოდ ადამიანი 200-იდან 500 კალორიამდე წვავს.  ასე, რომ შეგვიძლია საკუთარ თავებს თამამად მივულოცოთ ლიცენზია, რომლის მიხედვითაც მეორეჯერ, აწ უკვე სამუშაო მაგიდასთან, შეგვიძლია ვისაუზმოთ.

 

-       ამცირებს გულის დაავადებისა და კიბოს გაჩენის რისკებს

ველოსიპედის მართვა ზრდის გულის ცემის რიტს და ჩვენს სხეულში სისხლს უბიძგებს, რომ ცირკულაციის პროცესი ზედმიწევნით კარგად შეასრულოს, ასევე, როგორც ზემოთ ვახსენეთ, იწვება კალორიები, რაც ამცირებს ჭარბწონიანობის რისკებს, შედეგად, ველოსიპედი იმ რეკომენდირებულ ვარჯიშის სახეობებს შორისაა (NHS-ის მიერ)რომლით რეგულირებულად დაკავების შემთხვევაში მცირდება რისკი, რომ განგვივითარდეს გულის იშემიური დაავადებები და სიმსივნე.

გლასგოს უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში  260 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რომელმაც ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან სახლის გზას ველოსიპედით გადიან 50%-ით იმცირებენ ზემოაღნიშნული დაავადებებით დაავადების ალბათობას. (მთლიანი კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.bmj.com/content/357/bmj.j1456)

 

-       იუმჯობესებ ნავიგაციის უნარებს

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ გუგლის რუკებისა და მანქანაში ნავიგაციის სისტემის გადამკიდე  ნაკლები სტიმული გვაქვს ხოლმე, რომ გადაადგილების უნარები გავიუმჯობესოთ, სურვილსაც კი არ ვიჩენთ, რადგან ვიცით ამ მოწყობილობების დახმარებით შუა გზაზე დარჩენა არ მოგვიწევს, ხოლო ველოსიპედით გადაადგილებისას, ჩვენდა უნებურად, სხვადასხვა ქუჩებზე ხშირად ვხვდებით. ვიკვლევთ დანიშნულების ადგილზე კიდევ უფრო მარტივად  და სწრაფად, როგორ შეიძლება მივიდეთ და ეს პროცესი იმდენად ხშირად მეორდება, რომ გზებს საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვსწავლობთ  და დროთა განმავლობაში, ყოველგვარი რუკისა და სხვადასხვა მოწყობილობის გარეშე, პრაქტიკის შედეგად, შეგვიძლია მიხვდეთ თუ რომელი გზა წაგვიყვანს აღმოსავლეთით, რომელი დასავლეთით, რომელია უფრო მოკლე, ამ ორიდან რომელი გზა გადის, პირობითად, ჭავჭავაძეზე და ა.შ.

 

-       ივითარებ სიტუაციის მართვის უნარებს

ველოსიპედით გადაადგილება მარტო პულსაციის კარგად მუშაობას და კუნთების ზრდას როდი ნიშნავს. ალბათ, საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ ტარების პროცესში რამდენი ტექნიკური ელემენტი იჩენს თავს - აღმართზე ასვლა, დაღმავლობა, მოსახვევში შესვლა და ა.შ. სწორედ ეს პროცესები გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი სხეულის მასა, რომ ველოსიპედმა გეზი იმ მიმართულებით აიღოს, საითაც გვინდა რომ წავიდეთ.

იმ სხვადასხვა უნარების შემეცნება, რომლებიც ზემოაღნიშნული ტექნიკური ელემენტების კარგად დაძლევაში გვეხმარება თავდაჯერებულებას გვმატებს - განსაკუთრებით მაშინ, როცა აანალიზებ, დღითიდღე, როგორ ვითარდები და როგორ უკეთ შედიხარ ვიწრო მოსახვევში, როგორ თავისუფლად ეშვები დაღმართზე და როგორ აბსოლუტურად თავად მართავ ყველა სიტუაციას.

 

-       იფართოვებ სანაცნობო წრეს

 ჯგუფთან ერთად გადაადგილება, კლუბში გაწევრიანება თუ უბრალოდ ველომოყვარულის მოძებნა, რომელიც მეგზურობას გაგიწევს, შესანიშნავი გზაა სანაცნობო წრის გაზრდის კუთხით, ასევე, თუ ახლები ვართ- დიდი შანსია  რომ კარგი, ემპირიულ გამოცდილებებზე დაყრდნობილი, რჩევები მივიღოთ ჯგუფის სხვა წევრებისგან, რომ ველოსიპედთან ერთად ცხოვრების საწყისი ეტაპი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ.

 

 საბოლოოდ კი, რა შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ ყველაფერი ჩვენზეა, მართლა დადგება თუ არა  ჩვენს ცხოვრებაში დრო, როცა ველოსიპედისტობას ცხოვრების წესად ვიქცევთ თუ ისევ მასზე დაუსრულებელ ფიქრს ვამჯობინებთ 

1