ბლოგი

გარე აქტივობები

კარგა ხანია „ქურთუკი არ მჭირდება“ ამინდები დადგა ქალაქში.  ეს უკანასკნელი კი, პირდაპირ გარეთ გასვლისა და მეგობრებთან ერთად პიკნიკის მოწყობის, ქუჩებში დაუსრულებელი ბოდიალის, ლაშქრობის თუ საერთოდ, არცერთი შაბათ-კვირის ქალაქში გატარების სიგნალი უნდა იყოს

   მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბევრ ჩვენგანს, გვინდა თუ არ გვინდა, დღის დიდი ნაწილის გატარება შიდა სივრცეში გვიწევს. დროთა განმავლობაში კი, ასაკის მატებასთან ერთად, ამ მდგომარეობას ისე ვეჩვევით, რომ სახლში/შენობაში ყოფნა გაცილებით უფრო კომფორტული ხდება, ნაცვლად იმისა, რომ გარეთ გავიდეთ და სუფთა ჰაერით გავანებივროთ ჩვენი სხეული და გონება.

    დღეს გადავწყვიტეთ იმ ხუთ თვისებაზე გესაუბროთ, რომლებიც ჰაერზე გასვლასა და ნებისმიერი სახის გარე აქტივობას გარდაუვლად თან ახლავს. მაშ, ასე:


-  D ვიტამინის რაოდენობა საგრძნობლად იწევს ჩვენს ორგანიზმში

    ალბათ, ყველას გაგვიგია D ვიტამინს მზის ვიტამინსაც რომ უწოდებენ. სამწუხაროდ, ძალიან მწირია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც შეიცავს ან გამდიდრებულია D ვიტამინით, მზის სხივები კი წარმოადგენს D ვიტამინის ძირითად და ყველაზე ბუნებრივ წყაროს.

    ჩვენს სხეულში მზის სხივი, როგორც კი  ხვდება ცირკულაციის პროცესი იწყება, რომელიც ასე გამოიყურება: კანის ზედაპირული შრე ბუნებრივად შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც UVB (მზის სხივების) მოქმედებით გარდაიქმნება ქოლეკალციფეროლად - პროჰორმონ D ვიტამინად. ქოლეკალციფეროლი ბიოლოგიურად ინერტულია და საჭიროებს შემდგომ აქტივაციას ორგანიზმში. აქტივაციის პირველი საფეხური წარმოებს ღვიძლში, სადაც წარმოიქმნება 25(OH)D3 ვიტამინი, შემდგომ იგი გადაიტანება თირკმლებში, სადაც საბოლოო აქტივაციის შედეგად წარმოიქმება აქტიური D ვიტამინი და რომელიც საბოლოოდ ქმნის ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიურ და გამოსადეგ ფორმას.

    კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრ ვიტამინს არ აქვს დაავადებებთან ბრძოლის დიდი ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვიტამინ “D“ გამონაკლისია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  D ვიტამინის ნაკლებობა გაცილებით უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა ვიტამინების. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინს აქვს დამცველობითი ეფექტი: ოსტეოპოროზით (ძვლოვანი ქსოვილების დავიწროვება, ძვლის დაავადება), დეპრესიის, გულის შეტევის და ინსულტის წინააღმდეგ.  

    თითქმის არცერთ ჩვენგანს არ აქვს სხეულში D ვიტანიმინის საკმარისი რაოდენობა. ამის გამოსასწორებლად მარტივი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ ცოტა ხნით ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანებს მოვწყდეთ და  ყოველდღე 10-15 წუთით გარეთ გავიდეთ ^^ ცხადია, მზე აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს ჩვენი სეირნობის.

    ასევე, აქვე გეტყვით, რომ დღესდღეობით მთელი რიგი განხილვებია დერმატოლოგებსა და ვიტამინ D-ს „საზოგადოებას“ შორის, მზის დამცავი კრემის საერთოდ გამოყენება/არ გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არსებობს ოქროს შუალედი, რომლიც მიხევითაც, დილით ან საღამოს, მზის თანხლებით, სეირნობა, მოკლე მანძილზე, ყველანაირ დაზიანებას აგვაცილებს თავიდან და D ვიტამინის მსუყე დოზითაც დაგვხუნძლაცს, ხოლო თუ თაკარა მზეში, შუადღეზე გვიწევს გადაადგილება, მაშინ აუცილებელია, რომ მზისგან დამცავი კრემი გამოვიყენოთ.

    

-       მეტს მოძრაობ/ვარჯიშობ, როცა გარეთ ხარ

გარეთ გასვლა შეიძლება სავსებით არ გვჭირდებოდეს, რომ აქტიური ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ: მილიონობით ადამიანი ვარჯიშობს დარბაზებში, ან სახლში, აჰყავთ პირადი მწვრთნელი და ათას ხერხს მიმართავს, რომ მუდმივად ტონუსში იყვნენ, მაგრამ იმ სტერეოტიპსაც ვერსად გავექცევით, რომ კედლებს შიგნით ყოფნა აპრიორი- მდორე ცხოვრების რიტმს, უმოძრაობს უკავშირდება, განსაკუთრებით ბავშვებში, ხოლო გარეთ გასვლა- გარემოს შემეცნებას, აქტიურ ცხოვრებას, ჯანსაღ სხეულსა და გონებას.

    რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყენეს გლობალური პოზიციონირების სისტემა/აპლიკაცია, რომელიც სენსიტიური იყო ნებისმიერი სახის მოძრაობაზე. ამ პროგრამის დახმარებით 1000 მოზარდის მონაცემები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები 3-ჯერ უფრო აქტიურად გადაადგილდებოდნენ შკალაზე და აქტიურები იყვნენ, მაშინ როცა ისინი არ იყვნენ შენობებს მიღმა. ცხადია, უფრო დიდებს შეუძლიათ სპორტ დარბაზს მიაშურონ,  მაგრამ თუ გარეთ გასვლას მიზნად დავისახავთ ეს ნიშნავს ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანის წინ გატარებულ ნაკლებს დროს და ფორმაში ყოფნას, თუნდაც სიარულით, ველოსიპედით გადაადგილებით, ეზოს მოვლით, ჭიშკრის შეღებვით თუ სხვა მარტივი მოძრაობებით.

 

-       უფრო ბედნიერი ხარ, განსაკუთრებით მაშინ თუ  აქტივობები „მწვანეა“

   აღმოჩნდა, რომ სინათლე გუნება-განწყობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება და მიუხედავად იმისა, ჩვენი სახლი მთლიანად მინისაა თუ სპეციალურ სანათებს ვიყენებთ იმისთვის, რომ  დღის სინათლის „შიმშილი“ არ განვიცადოთ, ალბათ, მაინც შევთანხმდებით, რომ გარეთ გაცილებით უფრო მეტი ბუნებრივი სინათლეა ხელმისაწვდომი, ვიდრე შინ.   ფიზიკური აქტივობა კი  ადამიანებში ბედნიერების დონეს გაცილებით უფრო მაღლა წევს, ასე რომ, თუ გარეთ ყოფნა ჩვენს პასიურ ყოფას ჩაანაცვლებს, ეს ნიშნავს მეტ სინათლეს და გაცილებით უფრო მეტ ღიმილსა და სიცილს ჩვენს სახეზე. ესექსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბევრწლიანი სწავლებისა და დაკვირვების შედეგად ასეთი რამ დაადგინეს, რომ მხოლოდ 5 წუთით სიმწვანესა და სივრცეში ვარჯიში აუმჯობესებს თვითშეფასებასა და გუნებას.  ანდა რა რთული წარმოსადგენი კი ისაა ლამაზ, მწვანე პარკში სეირნობა გაცილებით უფრო კარგ განწყობას  რომ მოიტანს, ვიდრე პირქუშ, შიდა სივრცეში გადაადგილება ????

 

-       მარტივად გამოვდივართ მდგომარეობიდან ოპერაციის შემდეგ

პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2010 წელს გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც ამბობს, რომ ზურგის ოპერაციის შემდეგ ნაკლებ ტკივილსა და სტრესს განიცდიდნენ პაციენტები, გაცილებით უფრო ნაკლები წამლების მიღება უწევდათ, თუკი ისინი მზის სხივებს დღის განმავლობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც ეფიცხებოდნენ და სუფთა ჰაერზე 15-20 წუთს მაინც ატარებდნენ. უფრო ადრინდელმა კვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ პაციენტის ფანჯრიდან გადაშლილ ხედსაც  კი შეუძლია დააჩქაროს გამომჯობინების პროცესი.

 

-       მარტივად ვკოცენტრირედებით საკითხზე

    რიჩარდ ლუვმა თავის წიგნში „უკანასკნელი ბავშვი ტყეში“ პირველად გამოიყენა ტერმინი „ბუნების დეფიციტის დარღვევა(nature-deficit disorder). ის წიგნში საუბრობს ისეთ ბავშვებზე, რომლებსაც კონცენტრაციის პრობლემა აქვთ (ADHD). კვლევება აჩვენა, რომ ბავშვებს რომლებსაც ზემოაღნიშნული პრობლემა აწუხებს უკეთესად ფოკუსირდება საკითხზე გარეთ 5 წუთის გატარების შემდეგაც კი. ასევე 2008 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ბავშვებმა, რომლებსაც კონცენტრაცია უჭირდათ „ფოკუსის ტესტში“, გაცილებით  მაღალი შედეგი აჩვენეს პარკში სეირნობის შემდეგ, ვიდრე მეზობლების საცხოვრებლებში ან შიდა სივრცეში გადაადგილების შემდგომ.

  ცოდვა გამხელილი ჯობიაო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კვლევა მხოლოდ ბავშვებში ჩატარდა, მაგრამ შეიძლება მოზარდებზეც/მოზრდილებზეც ერთი-ერთში ვრცელდებოდეს, ასე, რომ თუ კონცენტრაციის პრობლემა გაქვს - როგორც ბევრ ჩვენგანს - არ დააყოვნო, გადი გარეთ, მწვანე ცხოვრებას მიჰყავი ხელი და თავადვე ნახე, დადებითად იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი კონცენტრაციის უნარებზე. 

1